LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი

63

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი.

დაშავებულთაგან 2 მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის. დაშავებულები, ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.

მინისტრის განცხადებით, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული:

ამ წუთის მონაცემებით, არის 4 დაზარალებული. ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მეორის მდგომარეობა არის, საბედნიეროდ, მსუბუქი. ის არის მეთვალყრურეობის ქვეშ. ასევე არის ორი დაზარალებული, რომლებიც გვერდით კლინიკაშია მოთავსებული, სადაც აქედან წავალ მათ სანახავად… სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ არის. 4-დან 1 პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა, გამომდინარე იქიდან, რომ არის სისხლდენა.

ჯანდაცვის მინისტრი მომხდარს „მიუღებელს“ უწოდებს:

თავისთავად ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფობოდნენ – შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ უმოკლეს დროში გამოიძიონ ეს საქმე.