LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანელიძე-სტოლტენბერგის შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დადებითად შეფასდა

31

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა, მათ შორის საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში რეფორმები. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატო-ს 2018 წლის სამიტზე.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში და იმ წვლილს, რომელიც საქართველს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეაქვს. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაში შავი ზღვის განმტკიცების მიმართულებით.

გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები