LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა

98

გასული წლის მარტიდან დღემდე ვიზალიბერალიზაციით 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, ინფორმაციით, ვიზიტები, ძირითადად, ტურისტული მიზნით, ბიზნეს და კულტურული კავშირების დასამყარებლად განხორციელდა.

“ვიზალიბერალიზაციით ისარგებლა ძალიან ბევრმა ადამიანმა, 220 ათასმა პირმა.   ვიზიტები ძირითადად ემსახურებოდა ტურისტულ მიზნებს, ბიზნესკავშირებისა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიან ვიზიტებს,” – აცხადებს ჯანელიძე.

ვიცეპრემიერის ინფორმაციით,  საზღვარგარეთ წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თავშსაფარსაც ითხოვს, თუმცა. მათ მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია.

“თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დევნილია თავის ქვეყანაში პოლიტიკური წნეხის, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის და  ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.  საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ თავისუფლებას და ასევე ბევრად უკეთ არის დაცული ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება. ამიტომ ეს არის ლატარია ამ მოქალაქეებისთვის, ისინი ხარჯავენ თავიანთ ისედაც მცირე რესურსს, რომ ჩავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ. საბოლოო ჯამში კი, მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება. ამიტომ მათთვის ეს არის რისკი, საფრთხე. გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი, რომ არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციას, ცრუ დაპირებებს შუამავლებისგან თუ ნაცნობებისგან, კარგად გაიაზრონ რა მიზანს ემსახურება მათი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში,”  – განაცხდა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები