LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონი შვილთან ერთად აშშ-ს პირველად ესტუმრა

172

განქორწინების შემდეგ, ჯანეტ ჯექსონი პაპარაცებმა პირველად დააფიქსირეს შვილთან ერთად. 51 წლის მომღერალი 5 თვის ვაჟთან ერთად ნიუ-იორკში გადაიღეს. ეს ცნობილი დედა-შვილის პირველი ვიზიტია აშშ-ში.

ბავშვი მიმდინარე წლის იანვარში ლონდონში დაიბადა. მამამისი ყატარელი მილიონერი ვისამ ალ მანაა. პატარას დაბადების შემდეგ მშობლებმა დაშორების  გადაწყვეტილება მიიღეს.

უკვე ცნობილია, რომ განქორწინების შემდეგ ჯანეტმა ყოფილი მეუღლისგან 800 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო. შეთანხმების თანახმად, ჯანეტი შვილთან ერთად ლონდონში იცხოვრებს, ხოლო ვისამი მათ პერიოდულად მოინახულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები