LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონის პირველი ტურნე სტარტს სტიქიის ზონიდან აიღებს

67

9 სექტემბერს, ჯანეტ ჯექსონი ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, სადაც რამდენიმე დღის წინ წყალდიდობა მოხდა, კონცერტს გამართავს. მომღერალი იმ დროებით საცხოვრებლებსაც მოინახულებს, სადაც დაზარალებულები სტიქიის შემდეგ ცხოვრობენ.

„ამჟამად ლუიზიანაში ვმართავ რეპეტიციებს და ვაპირებს, რომ ჩემი პირველი ტურნე ჰიუსტონით დავიწყო. ბევრს აინტერესებს, გამოვალ თუ არა ტეხასში. დიახ, კონცერტი შედგება. მანამდე კი ჩვენ იმ ადგილებს ვესტუმრებით, სადაც ამჟამად წყალდიდობისგან დაზარალებულები ცხოვრობენ“, – განაცხადა ჯანეტმა თავის მიმართვაში.

„ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებისთვის რამე განსაკუთრებული გავაკეთოთ. გელოდებით ყველას“, – დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის იანვარში, 50 წლის ასაკში ჯანეტი პირველად გახდა დედა. ვაჟიშვილის დაბადებიდან მალევე ჯექსონი მეუღლეს, ყატარელ მილიონერ ვისამ ალ-მანას დაშორდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები