LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ჯექსონმა მშობიარობის შემდეგ 50 კილოგრამი დაიკლო

27

ჯანეტ ჯექსონი პირველად დედა 8 თვის წინ, 50 წლის ასაკში გახდა. ორსულობის დროს მან 45 კილოგრამი მოიმატა. პატარას დაბადების შემდეგ, მომღერალი მეუღლეს, ყატარელ მილიარდერს, ვისამ ალ მანას დაშორდა, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მაისში განაცხადა.

ცნობილია, რომ მომღერალმა მსოფლიო ტურნე დაიწყო და სპეციალურად ამ მოვლენისთვის ის ზედმეტ კილოგრამებს გამოემშვიდობა და ძველ ფორმას დაბრუნდა. კონცერტების სერია, რომელიც მისი ორსულობის მიზეზით შეწყდა, ლოს-ანჯელესში დაიწყო. ინსაიდერის თქმით, ის მკაცრად აკონტროლებს კვების რაციონს და აქტიურად ვარჯიშობს სპორტდარბაზში. 51 წლის ჯექსონი უკვე საკმაოდ კარგ ფორმაშია და ამას უკანასკნელი ფოტოებიც მოწმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები