LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ქერდიყოშვილი კვლავ ღალატის შესახებ: „ქალი უფრო მაშინ ღალატობს, როცა უყვარდება…“

1123

„მის საქართველო“, მოდელი და ტელეწამყვანი, ჯანეტ ქერდიყოშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ კვლავ საუბრობს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ღალატობენ ქალები კაცებს, ის პასუხობს:

„კაცების პოზიციაა, ჩვენ ამას სიმთვრალეში ვაკეთებთ, ან შემთხვევით მოგვივიდაო. მართლაც ასეა – ვერ აანალიზებენ და მაგ დროს ღალატობენ. ქალი კი მაშინ ღალატობს, როცა უყვარდება. კაცს თუ შეუძლია ორი ოჯახით თამაში, ან ვიღაცებთან, ქალი არ თამაშობს და ინგრევა ოჯახი. ასეთ დროს ჯობია, ოჯახი დაინგრეს, რადგან ქალიც დაიტანჯება და ეს კაცისთვისაც დამამცირებელი, სამარცხვინო იქნება. არა მხოლოდ ქართველებში, საერთოდ კავკასიელებში ასეა დამკვიდრებული, რომ მამაკაცს ერთი-ორჯერ რომ შეეშალოს – ეს შეიძლება. ეს საუკუნეებია, ასე მოდის. რაღაც მომენტში, ვითომ ვეგუებით, მაგრამ არ უნდა იყოდ ასე. შეიძლება, კაცი უშვებს შეცდომას, მაგრამ ეს არ უნდა აგრძნობინოს ქალს და არ შეურაცხყოს ის. არიან მამაკაცები, რომლებიც ისე „გულაობენ“, ისე დადიან მარჯვნივ, მარცხნივ, რომ ცოლმაც იცის, ყველამ და შეგუებულები არიან – ეს ამაზრზენია და მე ასეთ ურთიერთობას ოჯახად არ მივიჩნევ“, ამბობს ჯანეტი ჟურნალთან საუბრისას.

ჯანეტი ასევე ეხება ინტერვიუს, სადაც აღნიშნა, რომ მამაკაცის ერთ „გაგულავებაზე“ ქალი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს. ის დასძენს, რომ ახლაც ასე ფიქრობს, თუმცა მამაკაცის ღალატი მისთვის სულერთი არ არის. უბრალოდ, ამის გამო ოჯახის დანგრევა არ ღირს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები