LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ქერდიყოშვილის მიმართვა კრიტიკოსებს: „ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი…“

367

„მის სამყაროდან“ დაბრუნებულმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ინტერვიუ ჟურნალ „სარკეს“ მისცა, სადაც თავისი ცნობილი გამონათქვამების შესახებ ისაუბრა მამაკაცის „გაგულავების“ პატიების შესახებ და აღნიშნა:
„ახლა უკვე მეცინება, მაგრამ ფინალამდე 4 დღით ადრე 1 თვის წინანდელი ინტერვიუს გავრცელება, თან ამოჭრილის, არასწორი იყო. იმ პერიოდში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ძლიერი კი ვარ, მაგრამ გულზე მაინც მომხვდა, როცა ეს კომენტარები წავიკითხე. ჩათვალეთ, რომ ის ერთი დღე არ მქონდა. ჩემ თავს ვეუბნებოდი, არ იყიტო, ამის უფლება არ გაქვს-მეთქი.“

ჯანეტმა სოციალურ ქსელში ასევე ვრცელი კომენტარი გააკეთა მის მეორე გამონათქვამთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ მამაკაცს ისე უნდა უყვარდეს, როგორც მამას – შვილი.

„ჩემო ძვირფასებო ! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო ქართველებო ! რამდენი ვყოფილვართ? თქვენ გაგახარათ ღმერთმა !

არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა , ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში…

უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი , მაგრამ როგორც ვხედავ, ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს და შეხედულებას.

ან არ უნდა მიხვდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ძალიან მწყდება გული იმაზე,რომ იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ ჩვენი წეს-ჩვეულებებით, ადათწესებით და ფასეულობებით, რომლებმაც ისტორიას გაუძლო, ჩვენ პირიქით ვკარგავთ და ვფლანგავთ ამას, ამ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გზაზე ევროპისკენ. რაც კარგია და ძირძველი ევროპული ფასეულობები, მას კი არ ვაკვირდებით და ვიგებთ, პირიქით, რაც ახალია, გაურკვეველი და ხშირად იმ ნამდვილი ევროპელისათვისაც მიუღებელი, იმას ვისრუტავთ და ვაფეტიშებთ!
რაც შეეხება მამასა და შვილის სიყვარულს… ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე ვიგულისხმე , რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდებ-მეთქი, როგორიც მამაჩემია, ისეთივე მზრუნველი და მოსიყვარულე. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი.

ახლა კი გილოცავთ ჩემო კარგებო დამდეგ ახალ, 2016 წელს! და გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და უფრო გაბრწყინებულ მომავალს.“ – აღნიშნავს ჯანეტი მიმართვაში.

janeti

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები