LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანი ბუკიკიო: იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები

48

1993 წლიდან ვაკვირდები საქართველოს და ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ჩვენ მივედით ძალიან კარგ ეტაპამდე, რომ საბოლოოდ გქონდეთ კარგი კონსტიტუცია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, რადგან თქვენ ევროპული ქვეყანა ხართ, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ კონსტიტუციურ რეფორმას სჭირდება ფართო კონსენსუსი არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ – საზოგადოებაშიც.

„სამწუხარო იქნება, თუ ეს ძალისხმევა იქნება ანულირებული, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაასრულონ ეს პროცესი.

საქმე ახლა აქ არის საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მათ უნდა იპოვონ გადაწყვეტის გზა, რომელიც იქნება შესაბამისობაში ჩვენს მოსაზრებებთან და, რა თქმა უნდა, ევროპულ სტანდარტებთან. ყველა კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში.

მე ვფიქრობ, რომ რაც გაკეთდა ამ დრომდე, არის კარგი, რამდენიმე დეტალის გამოკლებით, რომელიც შეიძლება იოლად გამოსწორდეს. ახლა, ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ, ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს გულდასაწყვეტია.

მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას და გავიმეორებ იგივე მესიჯს ყველასთვის – იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დაესწრო საქართველო პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების რიგით მე-17 კონგრესის სტუმრებისთვის გაიმართა.

წყარო: 1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები