LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანი ბუკიკიო: სამწუხაროა, რომ შესწორებულ კონსტიტუციაზე მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მიღწევა ჩავარდა

41

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების ჩაშლას სოციალურ ქსელში, Twitter-ზე ეხმაურება. ჯანი ბუკიკიო სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს კონსესუსის მიღწევა შესწორებული კონსტიტუციის პროექტზე.

მოლაპარაკებების გზით შესწორებულ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის ჩავარდნა სამწუხაროა“,- წერს ჯანი ბუკიკიო „ტვიტერში“.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის “ტვიტერზე” გამოთქმულ შეფასებას  პირველი სექტემბრის განცხადებაც ერთვის თან.

შეგახსენებთ, ჯანი ბუკუკიომ  სამი დღის წინაც დააპიქსირა პოზიცია და უმრავლესობას დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე ოპოზიციასთან დიალოგის გზით ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები