LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანი ბუკიკიო საქართველოში ჩამოვიდა: “ძალიან იმედგაცრუებული ვარ”

44

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, ჯანი ბუკიკიო საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესით იმედგაცრუებულია. ის თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და პირველი კომენტარიც გააკეთა. ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს კვლავ რჩება იმედი, რომ პოლიტიკური ძალები კონსენსუსს მიაღწევენ.

აღნიშნული კომენტარი მან საქართველოში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ, რადგან ეს პროცესი იმედისმომცემი იყო. ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება შეთანხმებული იყო, რომ წინ წაეწია ჩვენი მოკრძალებული დახმარებით და რჩევებით. ჩვენ მართლად კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება კარგი კომპრომისის მიღწევას. ჩვენი რეკომენდაციები საჯაროა. ტექსტი პოზიტიურია, მაგრამ შეიცავდა საკითხებს, რომლებიც უნდა გაუმჯობესებულიყო. ეს ეხებოდა მოსამართლეებისა და პრეზიდენტის არჩევის წერსს,” – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები