LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანსაღი დიეტა“, რომლითაც კრისტინა აგილერამ 20 კილოგრამი დაიკლო

863

2013 წელს კრისტინა აგილერას სცენაზე დაბრუნება ნამდვილი შოკი აღმოჩნდა გულშემატკივრებისთვის. წონაში საგრძნობლად მომატებული ვარსკვლავი ისე გახდა, რომ მედიაში დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, რა იყო ამის მიზეზი. ჯერ კიდევ 2012 წელს American Music Awards-ზე კრისტინა საკუთარ თავს არ ჰგავდა, როცა მისმა წონამ 70 კილოგრამს გადააჭარბა. ამის მიუხედავად მომღერალი ამბობდა, რომ საკუთარი წონით კმაყოფილია.

როგორც ჩანს, მენეჯერების მკაცრმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო და სულ რაღაც 1 წელიწადში მომღერალი ძველი ფორმებით დაბრუნდა სცენაზე. დღეს მუსიკოსი ფანტასტიკურად გამოიყურება და როგორც ამბობენ, ეს სწორედ იმ კვების რეჟიმის დამსახურებაა, რომლის წყალობითაც 20 კილოგრამი დაიკლო. კრისტინა აგილერას „ჯანმრთელი კვების“ რეცეპტი კულინარიული სკოლის Le Cordon Bleu-ის ერთ-ერთ კულინარს ეკუთვნის.

დიეტა, რომლითაც კრისტინა აგილერამ დაიკლო, 3 ძირითადი ეტაპისგან შედგება. ყოველი კვება პირობითად უნდა გაიყოს სამ ნაწილად. პირველი იღებთ ცილოვან პროდუქტებს, მეორედ ბოსტნეულს, ხოლო მესამედ, ნახშირწყლებს. დიეტა, რომლითაც 4 თვეში 20 კილოს დაკლებაა შესაძლებელი, მომღერლისთვის პერსონალურად შეირჩა და მასში აგილერამ 1.5 ათასი დოლარი გადაიხადა.

დიეტის ნიმუში:

საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ხილით და  ჩაი.

სადილი: ხორცის და თევზის სტეიკი (100 გრ), ნებისმიერი ბოსტნეული, თანაც შეუზღუდავი რაოდენობით, ლიმნიანი წყალი.

ვახშამი: შემწვარი თევზი

ძირითადად კვებას შორის შეიძლება მიირთვათ თქვენთვის სასურველი ბოსტნეულიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები