LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

39

Ardaidardo.Ge

 

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, წერს.

 

ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი”, „დიდი ნათელი”, „ერთტომეული”, „რჩეული პოემები”, „მე და შენ” , „არცა ვმსახურობდე სხვას!” პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები