LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკი “ევროვიზიის” კონკურსზე

33

„ევროვიზიის“ წლევანდელ კონკურსს ჯასტინ ტიმბერლეიკი დახურავს, ამის შესახებ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა.

ამერიკელი მომღერალი 14 მაისს ჰიტს „Can’t Stop theFeeling“ შეასრულებს. „ევროვიზიის“ ორგანიზატორების განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, რომ კონკურსის ფარგლებში პირველად იმღერებს ამ დონის ვარსკვლავი.

ჯასტინ ტიმბერლეიკი 9 „გრემისა“ და 4 „ემის“ მფლობელია.

„ბედნიერები ვართ, რომ ჯასტინი ჩვენს შოუში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ ჯგუფთან ერთად შეასრულებს სიმღერას, რომლის თანაავტორი შვედი მუსიკოსები მაქს მარტინი და შელბეკი არიან,“ – აღნიშნავენ კონკურსის ორგანიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები