LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტრიუდო ნატო-ს სამიტზე ცალ-ცალი წინდით მივიდა

509

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს სამიტი არამხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის გამო მოექცა ყურადღების ქვეშ, მსოფლიო მედია გამადიდებელი შუშით აკვირდება საფრანგეთის პრემიერსა და პირველ ლედის, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებს, რომლებისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო კონფერენციაა. ასევე, ყურადღების ცენტრშია მელანია ტრამპიც, რომელიც ბრიუსელში ქმართან ერთად ახლო აღმოსავლეთიდან ჩავიდა.

ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ არც ლუქსემბურგის გეი პრემიერის ქმარიც, რომელიც, კონფერენციის პარალელურად, მსოფლიოს ლიდერების ცოლებთან ერთად ესწრება მიღებებს.

ნატო-ს სამიტზე, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ტერორიზმის საფრთთხეებსა თუ სხვა პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავენ – „ტვიტერით“ გავრცელდა ფოტოები, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ცალ-ცალი წინდით არის მისული, ერთზე კი ნატოს ემბლემა ახატია. ფოტოზე ტრიუდო ნატო-ს წინდას მსოფლიო ლიდერებს და მათ შორის – ანგელა მერკელს აჩვენებს.

 

ჯასტინ ტრიუდოს წინდები კანადის პრემიერის პოსტზე მისი მუშაობის დაწყებიდან იქცევს ყურადღებას. ტრიუდოს მუდმივად ჭრელი წინდები აცვია, ხშირ შემთხვევაში – ცალ-ცალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები