LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაზფესტივალის დღევანდელი კონცერტი ხვალისთვის გადაიდო

35

თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის მორიგი კონცერტი დღეს ვეღარ გაიმართება. არფისტი ედმარ კასტანედა თბილისშია მუსიკოსებთან ერთად, თუმცა რეისმა, რომელსაც მისი ინსტრუმენტი უნდა ჩამოეტანა, დაიგვიანა. შესაბამისად, დღეს კონცერტი ვეღარ გაიმართება.

„ივენთ ჰოლში“ საღამოს ხუთ საათზე მუსიკოსი ჟურნალისტებს შეხვდება. ხვალ კი, ჯაზფესტივალის დასკვნით საღამოზე დაუკრავენ, ოღონდ საღამოს 11 საათზე. მანამდე, 8 საათზე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ლეგენდარულ „Fourplay“-ს უმასპინძლებს, განსაკუთრებული პროგრამით, რომელიც მათ 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები