LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jazz and Wine Kakheti: ლოპოტაზე ორდღიანი ფესტივალი ტარდება

101

კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa, კიდევ ერთი ფესტივალი სახელწოდებით „Jazz and Wine Kakheti“ გაიხსნება.

6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფესტივალს ცნობილი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი“ გახსნის. ოდნავ მოგვიანებით კი, კონცერტს მსოფლიოში აღიარებული შვედი პიანისტი და კომპოზოტიორი იაკობ კარლზონი და მისი ბენდი გამართავს. დღის ბოლოსთვის, სტუმრების განწყობაზე დიჯეი მაჩაიძე იზრუნებს.

ფესტივალში „Jazz and Wine Kakheti“ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ღებულობენ მონაწილეობას. მათ შორის, ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტისა და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის იაკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო. ფესტივალის სტუმრები არიან ასევე, ცნობილი ბასისტი ადამ ბენ ეზრა (ისრაელი) და მხიარული და „გემრიელი შოუს“ წარმდგენი იტალიური ბენდი „სპაგეტი სვინგი“ (Spaghetti Swing).

„Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ.

ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და ღვინო მათთან ერთად დაწურონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები