LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jazz & Wine-ის მონაწილის, ადამ ბენ ეზრას მიმართვა ქართველ მსმენელს (ვიდეო)

37

წელს პირველად ლოპოტაზე „ისთერნ ფრომოუშენსი“ ახალ მუსიკალურ ფესტივალს წარმოგვიდგენს, რომელიც 6-7- ოქტომბერს ლოპოტაზე გაიმართება, Jazz & Wine-ის სახელწოდებით. მისი ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა ებრაელი მუსიკოსი, ადამ ბენ ეზრაა, ის კომპოზიტორი და ბასისტია და ამ ინსტრუმენს ბრწყინვალედ ფლობს.

„საქართველო, მე ადამ ბენ ეზრა ვარ. ძალიან ველოდები თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ჩემს პირველ კონცერტს, რომელიც 7 ოქტომბერს, ლოპოტაზე გაიმართება, Jazz & Wine-ის კვირეული ფარგლებში. ვფიქრობ, ძალიან ვიმხიარულებთ. იქ გიხილავთ, შეხვედრამდე…“, აღნიშნავს მუსიკოსი მიმართვაში, რომელიც ახლახან გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები