LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს კორდენის შოუში დევიდ ბექჰემის ქორწილის ფოტო გააცოცხლეს (ვიდეო)

90

დევიდ ბექჰემი ემილი ბლანტთან ერთად ჯეიმს კორდენის შოუს სტუმრობდა. შოუს მსვლელობაში ფეხბურთელმა თავის მოდურ წარუმატებლობებზე ბევრი იხალისა.

კორდენის კითხვაზე, რამდენად კომფორტულად გრძნობდა ის თავს, როდესაც 1999 წელს წითელ ხალიჩაზე „ვერსაჩეს“ ეპატაჟურ ჩაცმულობაში გამოჩნდა, დევიდმა თავი იმართლა, რომ ეს ყველაფერი მისი იდეა არ ყოფილა.

წამყვანმა დევიდს ჰკითხა, ნანობს თუ არა ის თავის რომელიმე ვიზუალს, რაზეც ბექჰემმა უპასუხა, რომ ასეთი ძალიან ბევრია, თუმცა თავის დროზე ისინი ძალიან პოპულარული იყო.

მოგვიანებით ჯეიმსმა, დევიდმა და ემილიმ ყოფილი ფეხბურთელისა და მისი მეუღლის, ვიქტორიას ქორწილის ფოტოც გააცოცხლეს, სადაც ისინი უფროს ვაჟიშვილთან ერთად არიან გამოსახულები. ახალ ვერსიაში მისის ბექჰემის როლი კორდენმა, ხოლო რომეოსი – ბლანტმა მოირგო.

გადაცემა საკმაოდ სახალისო გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები