LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეინ ფონდამ ტრამპს „მთავარი მტაცებელი“ უწოდა (ვიდეო)

75

ამერიკელმა მსახიობმა, ჯეინ ფონდამ ამერიკის ახალ 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „მთავარი მტაცებელი“ უწოდა. შემთხვევა ბილ მაჰერის შოუში მოხდა, სადაც ფონდა სტუმრად იყო მიწვეული.

წამყვანმა მსახიობს შეახსენა ტრამპის სიტყვები, რომელიც მან 2005 წელს თქვა და სადაც თავისი პოპულარობის მთავარ უპირატესობად „გოგონებისთვის ინტიმურ ადგილებში შეხება“ დაასახელა.

„ეს იყო შოკი. როდესაც ეს სიტყვები მოვისმინე, რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სატვირთო მანქანა დამეჯახა“, – განაცხადა ფონდამ.

„ტრამპი – მთავარი მტაცებელია. მისი პრინციპია: დაყავი და იბატონე“, – განაცხადა ვარსკვლავმა ამერიკის ლიდერზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები