LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ დანაშაულს, რომელიც აღკვეთეს, ჯეროვნად შეაფასებს საპატრიარქო

11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, პატრიარქს სამშობლოში დაბრუნებისთანავე გააცნობენ ინფორმაციას, რაც „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით გამოძიებას აქვს.

ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ აღკვეთილ დანაშაულს საპატრიარქო ჯეროვნად შეაფასებს.

”როგორც პრემიერმა ბრძანა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა მიიღოს სრული ინფორმაცია. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად მოერიდა პატრიარქისთვის დეტალების გაცნობას, როცა მისი ჯანმრთელობა ჯერ კიდევ სუსტი იყო. როცა პატრიარქი დაბრუნდება, მას გააცნობენ ინფორმაციას სრულად, იმ ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას აქვს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის დანაშაული, რომელიც აღიკვეთა, ჯეროვან შეფასებას მიიღებს საპატრიარქოს მხრიდან”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები