LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეჯელავა სანიკიძის ნაცვლად – რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი?

99

განათლების მინისტრის პოსტიდან თამარ სანიკიძის გადაყენება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, ეს ცვლილება რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარების მიზნით ყოფილიყო განხორციელებული, მაშინ სანიკიძე ბევრად უფრო ადრე უნდა გადაეყენებინათ.

“საინტერესოა, რატომ აქამდე არ შეცვალა განათლების მინისტრი. ძალიან დაგვიანებულია, უკვე ძალზე გართულდება საქმის გამოსწორება. მტერს არ ვუსურვებდი ისეთ სიტუაციას როგორშიც ახალი მინისტრი აღმოჩნდა. მას მოუწევს ამ ნანგრევების გაწმედა განათლებისა და მეცნიერების სფეროდან და ახლებურად გარდაქმნა. სანიკიძე არცერთი პარამეტრით არ მოერგო ამ პოსტს” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ კიდევ განხორციელდეს რამდენიმე სამთავრობო ცვლილება, თუმცა ცინცაძე არ აკონკრეტებს, რომელმა მინისტრებმა შეიძლება დატოვონ თანამდებობდა. პოლიტოლოგი აქვე არ გამორიცხავს, რომ თამარ სანიკიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში შეიყვანონ.