LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონმა შესაძლო ორსულობაზე კომენტარი გააკეთა

47

48 წლის ჯენიფერ ენისტონის ორსულობაზე პრესა საკმაოდ ხშირად წერს. მსახიობმა არაერთხელ დაადანაშაულა ტაბლოიდები ბოდიშეიმინგში და განაცხადა, რომ ჟურნალისტების მსხვერპლია. ამჯერად, ენისტონი ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო:

”რომ შემეძლოს, პრესას ავუკრძალავდი ჩემი იმ ფოტოების გამოყენებას, სადაც ხელი მუცელთან მიდევს. მედია ხშირად წერს, რომ ორსულად ვარ და ამ თემის გარშემო აჟიოტაჟს ქმნის. სინამდვილეში, ასეთია უბრალოდ ჩემი სხეული. რაც შეეხება ორსულობა, ეს მხოლოდ წყვილის საქმეა”, – განაცხადა ვარსკვლავმა.

მსახიობმა წუხილი გამოთქვა იმ საკითხზეც, რომ მსახიობის შეფასების თანამედროვე კრიტერიუმი სოციალურ ქსელებში გამოწერების რაოდენობით განისაზღვრება:

”დღეისათვის, ქალებს იმის მიხედვით აფასებენ, რამდენი მოწონება აქვს მას ”ინსტაგრამსა” თუ ”ფეისბუქზე”. ძალიან მეცოდება მოზარდი თაობა, რომელიც რეალობისგან არის მოწყვეტილი”, – აცხადებს ენისტონი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები