LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი ერთმანეთს ოფიციალურად შორდებიან

181

ბავშვების ძიძასთან ცნობილი სკანდალის შემდეგ, ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში დაშორდნენ, თუმცა განქორწინებისთვის ოფიციალური სახე ამ დრომდე არ მიუციათ, ამიტომ თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი იმედოვნებდა, რომ საბოლოოდ ისინი დაშორებას გადაიფიქრებდნენ.

თუმცა გასულ კვირას, ჯენიფერმა ოფიციალურად განაცხადა განქორწინების შესახებ. წყვილის ახლობლების თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია არ ცხოვრობენ ერთად, თუმცა ურთიერთობა შვილების გამო აქვთ. წყაროს ცნობით, განქორწინების შემდეგ ისინი შვილებისთვის კვლავ ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ გარნერმა და აფლეკმა ქორწინებაში 10 წელი იცხოვრეს. მათ 2005 წელს იქორწინეს და ამ დროის განმავლობაში სამ შვილს – 11 წლის ვაიოლეტს, 8 წლის სერაფინას და 4 წლის სემიუელს ზრდიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები