LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი შვილებს კომპიუტერს არ ყიდულობს, რომ სოციალურ ქსელებში არ დარეგისტრირდნენ

65

44 წლის ჯენიფერ გარნერი იდეალური დედაა – ის სამ შვილს შესანიშნავად ზრდის და მათი კეთილდღეობისთვის უარი თქვა ქმარს გაყროდა, ბენ აფლეკს ჯენმა ღალატიც კი აპატია.

მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვები მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და აღზრდას ძალიან სერიოზულად უდგებიან.

„ვცდილობ, ყოველი საღამო ბავშვებთან ერთად გავატარო, მათ მშობლების ყურადღება ძალიან სჭირდებათ.“

გარნერს ძალიან აშფოთებს სოციალურ ქსელებთან შვილების ურთიერთობა. მსახიობს არ უნდა, რომ ბავშვებმა ვირტუალურ ცხოვრებას დიდი დრო დაუთმონ, ამიტომ მათთვის კომპიუტერიც კი არ უყიდია.

„ვაიოლეტს სჭირდებოდა კომპიუტერი, საშინაო დავალებების შესასრულებლად. ის ერთადერთია კლასში, რომელიც არანაირი გაჯეტით არ სარგებლობს. უქმეებზე მას ჩემი კომპიუტერი მივეცი და ძალიან ვინერვიულე, რადგან ის მალე სოციალურ ქსელებში დარეგისტრირდება და ვერ შევძლებ, ამას ავარიდო“.

ვაიოლეტს დედამ საგანგებოდ შეურჩია სკოლა, სადაც „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ მკაცრად იკრძალება მეექვსე კლასამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები