LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა განქორწინება გადაიფიქრეს

23

2015 წლის ივნისში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ოჯახში სკანდალი მოხდა: ბავშვების ძიძამ ბენთან რომანი აღიარა. მას შემდეგ მოყოლებული, ბოლო მომენტამდე წყვილი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობს. რამდენიმე კვირის წინ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯენიფერმა განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა, ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ გარნერმა უკან გამოიწვია დოკუმენტები და ამ გზით ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მისცა.

ინსაიდერის თქმით, მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი და სურთ, რომ სამი შვილისთვის სამაგალითო მშობლები იყვნენ. „ისინი ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ იმედია, ჯენი და ბენი ოჯახის შენარჩუნებას შეძლებენ“, – აცხადებს წყარო.

რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბენმა და ჯენიფერ ლოპესმა ურთიერთობა აღადგინეს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ მორიგი ჭორია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები