LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი – იდეალური წყვილი

211

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი, თითქმის ყველა ინტერვიუში, ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. როგორც ჩანს, მომღერალი და სპორტსმენი ჰარმონიას ვიზუალურადაც უთავსებენ.

პაპარაცებმა ისინი გუშინ, ნიუ-იორკში, მორიგი პაემნის დროს გადაიღეს.

რომანტიკული გასეირნებისთვის ლოპესმა წითელი, ტანზე მომდგარი კაბა და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია.

რაც შეეხება ალექსს, მას ლურჯი ფერის შარვალი, პიჯაკი და თეთრი პერანგი ეცვა. ორივე ვარსკვლავს მზისგან დამცავი სათვალე ეკეთა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად მიმდინარე წლის მარტიდანაა. მანამდე მომღერალი კასპერ სმარტს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები