LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი რომანტიკული ვახშმის შემდეგ (ფოტო)

383

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის რომანი სავარაუდოდ, მალე ნიშნობამდეც მივა. იქამდე კი 48 წლის ლოპესი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ უზომოდ შეყვარებულია 42 წლის მეგობარ მამაკაცზე და ამის საჯარო აფიშირებასაც არ ერიდება. ამჯერად შეყვარებული წყვილი ფოტოგრაფებმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს, საიდანაც ისინი რომანტიკული ვახშმის შემდეგ გამოვიდნენ.

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა არჩევანი თეთრი ფერის სპორტულ სამოსზე გააკეთეს. შეყვარებულები ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ რესტორნიდან და ფოტოკამერების წინ ერთმანეთს დიდხანს კოცნიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები