LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი კასპერ სმარტს დაშორდა

77

ჯენიფერ ლოპესი ქორეოგრაფ კასპერ სმარტს დაშორდა. წყვილთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ შეყვარებულები რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.

„დრამა და გატეხილი გულების გამო ქვითინი არ ყოფილა, ისინი იყვნენ და დარჩებიან ძალიან ახლო მეგობრებად. უბრალოდ, მათი გრძნობები შესუსტდა, რომანი დასრულდა. გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნება, ცალ-ცალკე გააგრძელონ ცხოვრება,“ – ამბობს ჟურნალისტებთან წყარო.

ჯენიფერ ლოპესისა და კასპერ სმარტის რომანის შესახებ ცნობილი 2011 წელს გახდა, 2014 წელს ისინი დაშორდნენ – მიზეზი, სავარაუდოდ, კასპერის ღალატი იყო ტრანსგენდერ მოდელთან, ამის შესახებ კი ჯენიფერმა შეიტყო.

გასული წლის აპრილში წყვილი კვლავ შერიგდა, თუმცა ურთიერთობის გადარჩენა ამაო აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები