LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი უმცროს მამაკაცებზე: „ასაკი პრობლემა არ არის“

212

47 წლის ჯენიფერ ლოპესი ამ დღეებში ელენ დეჯენერისის შოუს სტუმარი გახდა. ვარსკვლავმა არა მარტო კარიერაზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. მომღერალმა დეტალურად ახსნა, რატომ იზიდავს ასაკით უმცროსი მამაკაცები:

„სპეციალურად არ ვეძებ ისეთ მამაკაცს, რომელიც ჩემზე პატარაა. საქმე ასაკში არ არის და ზოგადად, ასაკი პრობლემაც არ არის. ადამიანს ხვდები და ის ან მოგწონს, ან არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორია ეს ადამიანი და არა იმაზე, რამდენი წლის არის ის“, – განაცხადა ჯენიფერმა.

ლოპესმა განაცხადა, რომ ვერ იგებს, რატომ მიაკრეს ასეთი იარლიყი, თითქოს პატარა ბიჭებს დასდევს, რადგან სინამდვილეში, კასპერ სმარტი, რომელსაც რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ ცოტა ხნის წინ დაშორდა, მასზე ასაკით უმცროსი პირველი მამაკაცი იყო.

„ისინი შეიძლება ჩემზე დიდები ან პატარები იყვნენ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, მიმიზიდონ ხასიათით, სულით და ქარიზმით”, –  აღნიშნა ჯენიფერმა.

რაც შეეხება დრეიკთან რომანს, ლოპესმა მას უბრალოდ საქმიანი ურთიერთობა უწოდა, რომელიც დუეტის ჩაწერით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები