LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის 8 წლის ქალიშვილი დედის ასლია (ფოტო)

63

ბოიფრენდმა ჯენიფერ ლოპესს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო და გადასაღებ მოედანზე ტყუპებთან, მაქსთან და ემასთან ერთად ჩააკითხა. ლოპესი ამჯერად ბრუკლინში, სერიალ Shades Of Blue-ს მორიგი სეზონის გადაღებებზე იმყოფება. სწორედ გადასაღებ მოედანზე ესტუმრა კასპერ სმარტი 46 წლის მომღერალს ტყუპებთან ერთად. ჯენიფერ ლოპესისთვის ეს სიურპრიზი მოულოდნელი აღმოჩნდა. ფოტოებიდან ჩანს, როგორ აღელვებულია ცნობილი მომღერალი და მსახიობი.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფებს აკრძალული აქვთ ლოპესის შვილების სახის გადაღება, კადრები ინტერნეტში მაინც გავრცელდა. პაპარაცებმა ლოპესის, სმარტისა და ტყუპების შეხვედრის ემოციური კადრები დააფიქსირეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია პატარა ემა, რომელიც ლოპესს ხელში ყავს აყვანილი და რომელიც დედის ზუსტი ასლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები