LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ჰემპტონის ულამაზესი ვილა (ფოტოები)

349

პარიზული არდადეგების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ნიუ-იორკს დაუბრუნდნენ.  რამდენიმე დღის წინ, 47 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“  ლონგ აილენდზე, ჰემპტონში მდებარე სახლის ფოტოები გამოაქვეყნა.  თეთრი ფერის ულამაზესი ვილა უზარმაზარ მწვანე ეზოში დგას. ჯერ-ჯერობით უცნობია ეკუთვნის თუ არა სახლი ლოპესს.

2016 წელს, ამავე რაიონში 18 მილიონად ის მორიგი უძრავი ქონების მფლობელი გახდა. სახლი 14 000 კვადრატულ მეტრზე იყო განთავსებული და მასში 7 საძინებელი, ცხრა აბაზანა და ულამაზესი პანორამული ხედებია.

ჰემპტონში იმყოფებიან ლოპესის ტყუპებიც. რაც შეეხება ალექსს, ის იქ შვილების გარეშე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები