LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

316

მართალია, რთული დასაჯერებელია, მაგრამ წელს ჯენიფერ ლოპესს, რომელიც ყოველთვის ფანტასტიკურად გამოიყურება, თითქმის ნახევარი საუკუნე – 48 წელი უსრულდება.

ლოპესი აღიარებს, რომ დიდი ხანია უარი თქვა ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ყავაზე და მხოლოდ ორგანულ პროდუქტს მიირთმევს. ვარსკვლავის დილა პროტეინის კოქტეილით და ხილით იწყება, სადილად კი, თევზსა და სალათს ანიჭებს უპირატესობას. ლოპესის საყვარელ პროდუქტებს შორის ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, ცუკინი და გოგრის მზესუმზირაა, ყოველდღიურ რაციონს კი, ხორცი ავსებს.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკიკიდან გამომდინარე ლოპესს ყოველთვის თან აქვს ხილი და ბოსტნეული, თუმცა ზოგჯერ საკუთარ თავს ტკბილეულით ანებივრებს. ბეისბოლისტის ალექს როდრიგესის განცხადებით, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა რომანია აქვს ვარსკვლავთან, ჯენიფერს ძალიან უყვარს შოკოლადის ჩიფსები, ნაყინი და შოკოლადის ორცხობილა.  

ლოპესი საკმაოდ დიდ დროს ატარებს სპორტულ დარბაზში, ვარსკვლავს ორი პირადი მწვრთნელი ჰყავს და თითოეულთან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, რადგან მისი აზრით, იდეალური ეფექტის მისაღწევად არ ღირს ვარჯიშის ერთ კონკრეტულ კომპლექსზე შეჩერება და საჭიროა ფიზიკური დატვირთვის ხშირად ვარირება.  

რაც შეეხება კანის მოვლას – ლოპესი მაქსიმალურად ერიდება მზის სხივებს და ყოველთვის სპეციალურ – მზისგან დამცავ საცხს იყენებს. მისი განცხადებით, სწორედ ეს ეხმარება მას ნაოჭებისგან დაცვასა და ახალგაგაზრდობის შენარჩუნებაში.

https://www.instagram.com/p/BU3ESr-lL6K/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები