LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ვაჟიშვილს დედის სექსუალური იმიჯი არ მოსწონს

61

სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჯენიფერ ლოპესი უპირატესობას თამამ ჩაცმულობებს ანიჭებს. თუ თაყვანისმცემლები მისი სექსუალური იმიჯით აღფრთოვანებულები არიან, მისი 9 წლის ვაჟიშვილი, მაქსი, საპირისპიროდ ფიქრობს. ამის შესახებ ლოპესმა თავად განაცხადა და ერთ-ერთი შოუს მოსამზადებელი პერიოდი გაიხსენა, როდესაც მაქსმა მას ბოდეზე შარვლის ჩაცმა მოსთხოვა. ჯენიფერმა მოყვა, რომ მას მოუწია შვილისთვის აეხსნა, რომ სექსუალური სამოსი მისი სამუშაოს ნაწილია.

„რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და ყველაფერს სხვაგვარად იგებენ. ისინი ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ მყვანან. რაც შეეხება მაქსის აზრებს, ვეცდები გავითვალისწინო“, – აღიარებს ლოპესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები