LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის რომანტიკული ვახშამი მაიამიში

54

რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ლოპესსა და მის ახალ ბოიფრენდს, ალექს როდრიგესს მაიამიში რომანტიკული ვახშამი ჰქონდათ. ბუნებრივია, 47 წლის მომღერალი და მისი ახალი რჩეული პაპარაცებს არ გამოპარვიათ.

როგორც ყოველთვის, ლოპესი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა – თეთრი მოკლე კაბა ღრმა ჭრილით მის ფორმებს უსვამდა ხაზს, ფეხზე ჯენიფერს ოქროსფერი ღია ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო კაბაზე გაწყობილი ოქროსფერი რგოლებისთვის საყურე ჰქონდა შეხამებული.

რაც შეეხება ალექსს, მან უპირატესობა მუქ ლურჯ ზედას, ამავე ფერის ფეხსაცმელსა და თეთრ შარვალს მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები