LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის სიყვარულით სავსე ფოტოები

93

ჯენიფერ ლოპესმა, რომელიც 24 ივლისს 49 წლის გახდა, „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა. თუ წინა დღეს ინტერნეტში პლაჟზე გავრცელებული მხიარული ფოტოები გამოჩნდა, ამჯერად მომღერალმა რომანტიკული საღამოს ის ფოტოები გაუზიარა გულშემატკივრებს, სადაც ის ალექს როდრიგესთან ერთად არის გადაღებული:

„არ ვიცი გჯერათ თუ არა, მაგრამ წვეულების შემდეგ ახლა გავიღვიძე. ეს დღე ოჯახის წევრების, შვილებისა და მეგობრების გარემოცვაში გავატარე. ეს იყო ემოციებით, ცრემლებითა და რა თქმა უნდა, ცეკვებით სავსე საღამო. მე გაოგნებული ვარ იმ შეტყობინებების გამო, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ. როგორ გამიმართლა, რომ ასეთი ერთგული თაყვანისმცემლები მყავს. ისეთი მადლიერი და ბედნიერ ვარ. ვიმედოვნებ, ყოველთვის გავამართლებ თქვენს იმედებს“, – დაწერა ლოპესმა სოციალურ ქსელში.

ჯენიფერ ლოპესი მბზინავ მწვანე კაბასა და ულამაზეს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში პოზირებს. ფოტოებზე ლოპესი და როდრიგესი უზომოდ შეყვარებულები და ძალიან ბედნიერები ჩანან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები