LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესისა და ჯუზეპე ზანოტის ფეხსაცმელები გაყიდვაში გამოვიდა

310

მომღერალ ჯენიფერ ლოპესისა და „ჯუზეპე ზანოტის“ კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ფეხსაცმელები გაყიდვაში გამოვიდა. ხაზს Giuseppe for Jennifer Lopez (#GiuseppexJennifer) ჰქვია და ის ღია ქუსლიანი საზაფხულო ფეხსაცმელისგან, სექსუალური ბალერინებისა და მოდური კედებისგან შედგება.

„მე და ჯუზეპემ სუპერთანამედროვე და ქალური კოლექცია შევქმენით. როგორც მოსალოდნელი იყო, მასში გემოვნება დიდი დოზით არის“, – განაცხადა ლოპესმა.

მომღერლისა და დიზაინერის თანამშრომლობის შესახებ ცნობილი გასული წლის ზაფხულში გახდა, თუმცა მათი ნაწარმის შეფასება შესაძლებელი მხოლოდ ახლა არის. ფეხსაცმლის ერთი წყვილის ფასი 795 დოლარიდან დაიწყება და 2995 დოლარამდე იმერყევებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები