LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა მიგრანტების მხარდასაჭერ პოსტში ყალბი ფოტო გამოიყენა

45

„ვკითხულობ ამბებს ბავშვებისა და მშობლების დაშორების შესახებ. ვერაფრით ვეხმარები, მაგრამ ვფიქრობ ჩემს საკუთარ შვილებზე.

იცით, რომ მე ლათინოამერიკელი ვარ და ჩვენ, სხვადასხვა რასისა და კულტურის ადამიანებმა გავამდიდრეთ, გავაუმჯობესეთ ეს ქვეყანა“ – წერს მომღერალი.

https://www.instagram.com/p/BkT26byg5Kt/?utm_source=ig_embed

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ პატარა გოგო, რომლის ფოტო აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე მიგრანტი ბავშვებისა და მშობლების დაშორების სიმბოლოდ იქცა, დედასთან არავის დაუშორებია, როგორც აქამდე მიაჩნდათ სხვადასხვა მედიაგამოცემებს.

აღმოჩნდა, რომ ამ პატარა გოგოს იანელა სანჩესი ჰქვია. იგი დედამ, სანდრა სანჩესმა ჰონდურასიდან შეერთებულ შტატებში ამერიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ გოგო თავშესაფარში დედის გარეშე არ გადაუყვანიათ, როგორც ამას მედია აქამდე წერდა. თუმცა ამ ვერსიას მყარი საფუძველი ჰქონდა. ბოლო კვირებში აშშ-ის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 1600-მდე ჰონდურასელი, გვატემალელი, კოსტა-რიკელი და სალვადორელი მიგრანტი დააკავეს, მათი თანმხლები არასრულწლოვნები კი ტეხასის შტატში მდებარე სპეციალურ თავშესაფრებში მოათავსეს.

2018 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე აშშ-ის სასაზღვრო სამსახურებმა ასობით მიგრანტის ოჯახები ერთმანეთს დააშორა, რომლებიც აშშ-ის საზღავრის გადაკვეთისას დააკავეს.

რამდენიმეკვირიანი კამათის შემდეგ, დღეს, 21 ივნისს,  ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები