LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა People’s Choice Awards-ის პრემია პირველად მიიღო

55

რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში People’s Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. საღამოს შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა. „მაიკროსოფტის“ თეატრში კი 2016 წლის კინოსა და ტელევიზიის საუკეთესო ვარსკვლავები გამოვლინდნენ.

ცერემონია საკმაოდ ემოციური გამოვიდა. საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი ჯენიფერ ლოპესი გახდა, რომელმაც პრემია პირველად მიიღო. 47 წლის ვარსკვლავმა ნომინაციაში „ კრიმინალური დრამის საყვარელი მსახიობი ქალი“ გაიმარჯვა ფილმით “ლურჯის ელფერი“.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ძლიერი ქალი განვასახიერე, როგორიც ჰარლია. ჩემთვის ეს განსაკუთრებული პროექტი იყო, როგორც პროდიუსერისთვის და როგორც მსახიობისთვის“, – განაცხადა ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ ლოპესი People’s Choice Awards-ზე 8-ჯერ იყო ნომირირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები