LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი 21 წლით უფროს რეჟისორს ხვდება (ფოტო)

75

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჯენიფერ ლოურენსისა და რეჟისორ დარენ აროფონსკის რომანზე. ამჯერად კი ფოტოგრაფებმა 26 წლის ოსკაროსანი მსახიობი და 47 წლის რეჟისორი ერთად ნიუ-ორკში გადაიღეს. ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი ერთად თავს კარგად გრძნობს. ისინი ქუჩაში ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს და გრძნობების აფიშირებას არ ერიდებოდნენ. წყვილს შორის სხვაობა 21 წელია.

ჭორები რომანზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც დარენ აროფონსკიმ ლოურენსი ახალ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცა. ოსკაროსანი ფილმის „შავი გედის“ რეჟისორი ცნობილია იმითაც, რომ ჟურნალისტებთან გამოჩენა არ უყვარს. აროფონსკი მსახიობ რეიჩელ ვეისზე იყო დანიშნული და წყვილს საერთო შვილიც ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები