LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი ახალი არომატის Christian Dior Joy რეკლამაში

410

ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც რამდენიმე წელია თანამშრომლობს Dior-ის სახლთან, 19 წლის განმავლობაში ბრენდის პირველი არომატის სახე გახდება, რამდენიმე დღის წინ კი, ახალი პარფიუმის სარეკლამო კადრებიც გამოჩნდა მსახიობის მონაწილეობით.

სუნამომ Dior Joy, რომელიც გაყიდვაში აგვისტოს ბოლოს ჩაეშვება, მისი შემქმნელების განცხადებით, „ციტრუსის, ყვავილების სურნელი გააერთიანა და ერთგვარ ოდად იქცა, რომელიც ცხოვრების სიამოვნებებს მიეძღვნა“, პარფიუმერულ კომპოზიცია კი, Dior-ის კლასიკური არომატების „საფირმო ინგრედიენტმა“ ვარდის სურნელმა დაამშვენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები