LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი და კრის პრეტი „მგზავრების“ პრომოტურში

185

22 დეკემბერს ეკრანებზე ფილმი „მგზავრები“ გამოდის, სადაც მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს. ამ დღეებში, პარიზში, ფილმის პრომო-ტური გაიმართა, სადაც ლოურენსი პროექტში თავის პარტნიორთან, კრის პრეტთან ერთად იმყოფებოდა.

ჯენიფერს ნახევრად გამჭვირვალე ზედა და ქვედა ბოლო ეცვა, რომელიც მარია გრაცია-კიურის სადებიუტო კოლექციიდან იყო და რომელიც მოდის სახლ „დიორისთვის“ შეიქმნა. რაც შეეხება პრეტს, ის მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი.

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, გალაქტიკათშორის ხომალდზე სისტემური გარღვევის შედეგად ლოურენსისა და პრეტის გმირები ხელოვნური სიზმრიდან გამოიღვიძებენ და მალევე გაარკვევენ, რომ სიბერეც და გარდაცვალებაც მათ სწორედ ხომალდზე მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები