LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსმა პატარა პაციენტებს საშობაო სიურპრიზი გაუკეთა

71

ვარსკვლავების ნაწილს სპეციალური საშობაო ტრადიცია აქვს, მათ შორის არის ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც ყოველი წლის ბოლოს მშობლიური ლუისვილის საბავშვო კლინიკებს სტუმრობს. გუშინ ვარსკვლავი Norton Children’s Hospital-ს ესტუმრა.

ოსკაროსანი ლოურენსის გამოჩენამ ნამდვილი მხიარულება გამოიწვია. ამას სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს. კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ჯენიფერს ბედნიერება მათთან ყოველ წელს მიაქვს.

პატარებმა საყვარელ მსახიობთან ერთად ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და მისგან საჩუქრებიც მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები