LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯეო ფანგესმა’’ ევროპული სოკოს წარმოება დაიწყო

171

შპს ,,ჯეო ფანგესმა’’ ევროპული სოკოს წარმოება დაიწყო. როგორც  ,,ფორტუნას’’ კომპანიაში განუცხადეს, სოკოს ევროპული ჯიშები მაღალპროდუქტიული და ხარისხიანია.

”ევროპული სოკოს შემოტანა კომპანიას წარმოების კიდევ უფრო გაზრდის საშულებას მისცემს, – აცხადებენ ,,ჯეო ფანგესში”.

ამ დროისთვის, შპს ,,ჯეო ფანგესი’’ კალმახა სოკოს მიცელიუმს და მზა ტომრებს ამზადებს.  მაღალპროდუქტიული შტამები ბელგიიდან და ესპანეთიდან არის შემოტანილი. ,,ჯეო ფანგესი’’ თვეში 6 ათას ტონა კალმახა სოკოს მზა ტომრებს ამზადებს, თუმცა მოთხოვნის ზრდის შემთხევაში წარმადობაც გაიზრდება. მილეციუმის ფასი – 5-დან 6 ლარამდე მერყეობს. ხოლო მზა ტომრების ფასი – 6 – 12 ლარია.

ამასთან, კომპანია დაინტერესებულ პირებს  სრულყოფილი საწარმოო ციკლის სწორად დაგეგმვაში უფასო კონსულტაციას გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები