LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯეობიტი” მოხმარებელს ტექნიკაზე დაბალი ფასების აქციას სთავაზობს

123

კომპიუტერული კომპანია ”ჯეობიტი” მოხმარებელს ტექნიკაზე დაბალი ფასების აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა გვანცა მაღლაკელიძემ განუცხადა, აქცია 1-დან 7 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს და მის ფარგლებში კლიენტს შესაძლებლობა აქვს  შეიძინოს ნოუთბუქი  555 ლარად,  2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და  250 გიგაბაიტი ვინჩესტერით. გარდა ამისა, ტექნიკის შეძენისას მოქმედებს უპროცენტო განვადება ყველა ბანკთან.

”ამასთან ერთად,  ასევე სპეციალურად იმ მომხმარებელისთვის,  რომელიც ჩვენს ფეისბუქ-გვერდს ადევნებს თვალს,  კვირაში რამდენჯერმე იგეგმება აქციები პერიფერიულ ტექნიკაზე, ესენია: როუტერი, ჯოისტიკი, ყურსასმენი, კლავიატურა და ნოუთბუქის ჩანთა.. აღნიშნული აქციის ფარგლებში ყველაფერი, ფაქტობრივად, ნახევარ ფასში იყიდება”, – აღნიშნა მაღლაკელიძემ.

მისივე თქმით, ”ჯეობიტი” გამოირჩეულია იმითაც, რომ აქვს როგორც გაყიდვები, ასევე მომსახურების სფერო.

”ჩვენ ვართ კომპანია all in one, სადაც იყიდი ნივთს და ყველანაირ მომსახურეობას ადგილზე იღებ. გვაქვს გამოძახების სამსახური, ლეპტოპ ცენტრი, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური, საკარტრიჯე მეურნეობა, ქსელის მონტაჟი და ა.შ”, – განმარტა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა.

ცნობისთვის, ”ჯეობიტი” 2004 წელს დაარსდა ქალაქ რუსთავში, სადაც ამ ეტაპზე 3 ფილიალს ფლობს. 2015 წელს კი  გაიხსნა თბილისის ფილიალიც. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: asus, acer, lenovo, Philips, Samsung, LG, dell, HP.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები