LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯეობიტის” ტრენინგი დასაქმების პერსპექტივით

110

კომპიუტერული კომპანია ”ჯეობიტის”  ტრენინგ-ოფისი გაყიდვების სფეროში განათლების მიღების მსურველთა ახალი ჯგუფის შედგენას იწყებს.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს ჯგუფი, 10-კაციანი იქნება და დამსწრეები 3 თვიან კურსს გაივლიან.

”ჩვენს ტრენინგ ცენტრში,რომელიც შექმნილია ”ჯეობიტის” 12-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, მონაწილეები სწავლობენ როგორ გახდნენ მოთხოვნადები, როგორ დაანგრიონ სტერეოტიპები, როგორ დასაქმდნენ უმოკლეს დროში”, – განაცხადეს ”ჯეობიტში.” მათივე ინფორმაციით,  კურსდამთავრებულების 5  პროცენტის დასაქმებას თვითონ კომპიუტერული კომპანია უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, თეორიული სწავლების პარალელურად, ”ჯეობიტი” მსურველებს სტაჟირებასაც სთავაზობს. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატებიც.  როგორც  ”ჯეობიტში” აღნიშნეს, 3-თვიანი კურსის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, კურსზე ჩაწერის მსურველებმა კი უნდა მიაკითხონ ”ჯეობიტის” ნებისმიერ ფილიალს, ან მიწერონ კომპანიის ოფიციალურ ”ფეისბუქის” გვერდზე.

ცნობისთვის, ”ჯეობიტი” 2004 წელს დაარსდა ქალაქ რუსთავში, სადაც ამ ეტაპზე 3 ფილიალს ფლობს. 2015 წელს კი  გაიხსნა თბილისის ფილიალიც.  გაყიდვებში სასწავლო პროგრამები კი კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და უკვე მესამე ჯგუფის დაკომპლექტებას იწყებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები