LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯეობიტში” ქართული ტელევიზორები იყიდება

144

კომპიუტერული კომპანია ”ჯეობიტი” მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ”ჯეობიტიდან” აცნობეს,  მათ მაღაზიებში უკვე ქართული წარმოების ტელევიზორების შეძენაა შესაძლებელი.

”ჩვენ გაყიდვაში გვაქვს საქართველოში წარმოებული ”AG მიკროელექტრონიქსის”  პლაზმური ტელევიზორები, რომლის შეძენა ძალიან მოსახერხებელია დაბალი ფასის გამო. თუმცა, დაბალი ფასი არ ნიშნავს დაბალ ხარისხს, რადგან პროდუქტი დამზადებულია საქართველოში და არ არის გაწეული ტრანსპორტირებისა და სხვა მრავალნაირი ხარჯი. მისი ფასი დაბალია, მაგრამ ჩვენება არაჩვეულებრივი”, – განაცხადეს ”ჯეობიტში”.

მათივე ინფორმაციით, ტელევიზორების გასაყიდი ფასი 32-ინჩნიანი ეკრანის შემთხვევაში 499 ლარია, ხოლო 40-ინჩიანის –  699 ლარი.

”ტელევიზორებს  გააჩნიათ  DVBT/T2 – ის მხარდაჭერა, ანუ მომხმარებელს არ დაჭირდება სხვა მოწყობილობის ყიდვა არხების დასაჭერად. რაც შეეხება გარანტიას და მომსახურებას, აღნიშნულ ტექნიკას მოყვება  3-წლიანი გარანტია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში,  შეცვლას ან შეკეთებას ექვემდებარება 1 კვირის ვადაში”, – აღნიშნეს კომპიუტერული კომპანიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები