LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეოსელი ინოვაციურ ნომინაციას წარადგენს

110

20 ივლისს, ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, კომპანია ”ჯეოსელი” გეგმავს ინოვაციური ნომინაციის წარდგენას და პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული კომპანიების გაცნობას.
როგორც ”ფორტუნას” ”ჯეოსელიდან” აცნობეს, ღონისძიების მთავარი მიზანია, თბილისს გარეთ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეცნიერო კვლევებისა და აღმოჩენების ადგილას, თავი მოუყაროს იმ წამოწყებებს და გამოგონებებს, რომლებიც ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
”წლის ინოვაციური ბიზნესი გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურ, ასევე ბიზნეს პროცესების ინოვაციურ მიდგომას. ამიტომ, წარმოდგენილი კომპანიები გამოირჩევიან თემების მრავალფეროვნებით. აბასთუმნის პრეზენტაცია საშუალებას მისცემს ყველა მონაწილე კომპანიას წარადგინოს თავისი ბიზნესი, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, საზოგადოებას გააცნონ მათი მიღწევები და გეგმები”, – აცხადებენ ”ჯეოსელში”.
შეგახსენებთ, #გააზიარეწარმატება- ამ სლოგანით ბიზნესდაჯილდოებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” წელს უკვე მეორედ გამართავენ. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები