LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ ჩვენ უნდა გავიტანოთ: კარგად კი ვთამაშობთ, მაგრამ რომ ვერ ვიგებთ (ვიდეო)

41

დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში ირლანდიას უმასპინძლებს. 1 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა „დინამო არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშამდე კი უკვე ტრადიციულად, ეროვნული გუნდის დებიუტანტმა გუნდისგან სამახსოვრო საჩუქარი მიიღო. თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელს ირაკლი სიხარულიძეს, გურამ კაშიამ ნაკრების სახელით სიმბოლური ვიმპელი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო ჯაბა კანკავა გამოტოვებს, ტრავმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა მზადების პროცესს გამოაკლდნენ. ჯიმი ტაბიძე,რომელიც 21 წლამდე ნაკრებში იყო, ეროვნულ გუნდს უკვე დაუბრუნდა და მომდევნო ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება.

პოტენციალი გვაქვს, მაგრამ…

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს გურამ კაშიამაც უპასუხა.

„ჯერჯერობით სამი ქულა არ მოგვიპოვებია და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველა დარჩენილი შეხვედრა პრინციპულია. იმედი მაქვს, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგ თამაშს ჩავატარებთ და მათ გავახარებთ. ყოველთვის ვამბობ, რომ პოტენციალი ჩვენს ნაკრებს აქვს, მაგრამ შედეგი მოგებული თამაშებით განისაზღვრება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან ბოლომდე დაიხარჯება.
ირლანდიის წინააღმდეგ თამაში მარტივი არასდროსაა, რადგან ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან. თუმცა შეუძლებელი არაფერია. დუბლინში და კარდიფში კარგი თამაშები ჩავატარეთ, მაგრამ დადებით შედეგს ვერ მივაღწიეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ. საშინაო შეხვედრებში ყოველთვის არაჩვეულებრივი ატმოსფერო გვაქვს და ვიმედოვნებთ დადებითი შედეგის ჩვენებას შევძლებთ”, – ვლადიმირ ვაისი.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ არ ვთამაშობთ

“მინდა კალათბურთელებს დიდი წარმატება მივულოცო, ვარჯიშის მერე რაც მოვასწარით, ყველამ ვუყურეთ. გვეამაყება ყველა წარმატება, თუნდაც 19-წლამდელთა ნაკრები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. ერთ ტაიმის მაღალ დონეზე თამაშის მიზეზი სხვადასხვაა, რისი დასახელებაც შემიძლია, იგივე სათამაშო პრაქტიკის არქონა. როდესაც არ თამაშობ კლუბში სისტემატურად, რთულია ითამაშო ნაკრებში 90 წუთი. სამწუხაროდ, ბევრ ფეხბურთელს არ გვაქვს, ან არ აქვს ეს პრაქტიკა, ეს არის სწორედ ჩვენთვის პრობლემა, ეს არის პრობლემა მწვრთნელისთვისაც. უნდა შევეცადოთ უკეთესად თამაში შევძლოთ და ეს პირველ რიგში შედეგში ავსახოთ“, – გურამ კაშია.

საქართველო – ირლანდიის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები