LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯერ სად არიან?!” – “გირჩი” სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აანონსებს

47

“გირჩი” დაუმორჩილებლობას აანობსებს, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი კანონი არაადამიანურია და ამის შესაცვლელად საჭიროა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

“ჯერ სად არიან?! ამ ადამიანებს არ ესმით, რას ნიშნავს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს ნათქვამი, რომ ამ ქვეყანაში ბევრი კანონი არ არის ადამიანური. არის კანონები, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს ექცევა, როგორც მონებს. ასეთი კანონებია ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით და ასეთი კანონები უამრავია, ეკონომიკისა და განათლების ნაწილში და ძალიან ბევრგან. როგორც თავის დროზე მონობა იყო და ადამიანები იძახდნენ რომ არადამიანური იყო ეს და არ შეიძლება ამას დაემორჩილო, ვაპირებთ რომ არ დავემორჩილოთ ბევრ სხვადასხვა კანონს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

კითხვაზე, დაუმორჩილებლობის კამპანიას აანონსებენ? – პასუხობს, რომ “დიახ”.

“ეს იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. სისტემა როდესაც ადამიანებს ექცევა როგორც მონებს ამ დროს არსებობენ ადამიანები, რომლებიც სისტემის ნაწილია და სხვებს ჩაგრავენ და არიან ადამიანები, რომლებიც მონურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ გაცნობიერებული არ აქვთ რომ მათ სახელმწიფო ექცევა როგორც მონებს. კამპანიის ნაწილია, რომ მათ გავაგებინოთ ეს მათ ტვინი უნდა გაანძრიონ და ამის გარდა კიდევ ერთი ადგილი უნდა გაანძრიონ და არ უნდა დაემორჩილონ ეგეთ კანონებს. მეორე მხრივ, სისტემის თანამშრომელბს გააგებინონ რომ მათი ქცევა ამორალურია. ჩვენ პოლიციელებს ვუხსნიდით, რომ  მათი ქცევა სირცხვილია. ბევრი სხვადასხვა რაღაცა იქნება”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები